Archive | Georgian Version RSS feed for this section

ჩემი გამოცდილება – რაში დამეხმარა G-PAC-ის სტაჟირების პროგრამა?

9 Aug

Dako Bakhturidze_G-PAC Intern_1

როდესაც G-PAC-ის სტაჟირების პროგრამის შესახებ შევიტყვე, ახალი დამთავრებული მქონდა მაგისტრატურა და ძალიან მინდოდა მუშაობის დაწყება. პროგრამისადმი ჩემი ინტერესი იმან გამოიწვია, რომ იგი არაჩვეულებრივ საშუალებას აძლევს დამწყებ პროფესიონალებს სწორედ იმ მიმართულებით შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც თავად მათ აინტერესებთ.

რა საკითხებზე მინდა მომავალში მუშაობა? რა მიმართულებით? და რა ტიპის ორგანიზაციაში? – ეს ის კითხვებია რაც ჩემს თავს დავუსვი სანამ განაცხადს შევავსებდი. პირველი – დიდი სურვილი მქონდა ქალთა უფლებებზე მემუშავა, მეორე – აუცილებლად მინდოდა კვლევითი მიმართულებით შემეძინა პრაქტიკული გამოცდილება და მესამე – დავსაქმებულიყავი არასამთავრობო ორგანიზაციაში, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს სწორედ ის სფეროა, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. EWMI G-PAC Internship Blog ამის შემდეგ დავიწყე ინფორმაციის მოძიება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ქალთა საკითხებზე მუშაობენ და ამ მიმართულებით კვლევებსაც აწარმოებენ. ჩემი პირველი მცდელობა უშედეგო გამოდგა. თუმცა სხვა ორგანიზაციასაც მივმართე, მივიტანე ჩემი CV, მოვუყევი ჩემი ინტერესების შესახებ; ბოლოს თანხმობა მივიღე და G-PAC-ის აპლიკაციის შევსება დავიწყე.

აპლიკაცია წარმატებული გადმოდგა, G-PAC-მა სტაჟირება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრში (ICCN) დამიფინანსა.

სტაჟირების პერიოდში შესაძლებლობა მქონდა მონაწილეობა მიმეღო ადვოკატირების კამპანიებში. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების ჩართულობის გაზრდის მიზნით, რეგიონებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შევხვდით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩემთვის. ასევე მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო გენდერულ ღირებულებების შესახებ ჩატარებულ კვლევაში, სხვადასხვა სემინარებისა და კონფერენციების ორაგანიზებაში და ასევე მეორადი მონაცემების დამუშავებაში.

მიუხედავად იმისა, რომ სტაჟირება უკვე დავასრულე, კვლავ ვაგრძელებ ICCN-თან სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს სტაჟირება დამეხმარა მუშაობა დამეწყო ერთ-ერთ წამყვან კვლევით ორგანიზაციაში CRRC-ში მედია მონიტორის თანამდებობაზე.

G-PAC-ის სტაჟირების პროგრამა იმით გამოირჩევა სხვა მსგავსი პროგრამებისაგან, რომ სტაჟიორმა ძირითადი დრო არა ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას, არამედ უფრო ანალიტიკურ სამუშაოს უნდა დაუთმოს.

ორგანიზაციებს ხშირად აქვთ ცდუნება, რომ სტაჟიორს სხვადასხვა ადმინისტრაციული სამუშაო დაავალონ. საბოლოოდ სტაჟიორი მხოლოდ ქსეროქსის აპარატის მოხმარებას სწავლობს. G-PAC-ის სტაჟირების პერიოდში კი საქმიანობები თავიდანვე განსაზღვრულია. გარდა პროფესიული უნარებისა, სტაჟირების პროგრამა ეხმარება ახლად კურსდამთავრებულებს შეიძინონ დამატებითი თეორიული ცოდინა და დაამყარონ ახალი პროფესიული კონტაქტები.

სტაჟირების პერიოდში მონაწილეობა მივიღე ეთნიკურ უმცირესობებზე მიძღვნილ კონფერენციაში, სადაც ორგანიზაციაში არსებული კვლევითი და სხვა რესურსები გამოვიყენე და გავხდი ამ კონკურსის გამარჯვებული. EWMI G-PAC Internship აპლიკანტებს, რომლებიც G-PAC-ის სტაჟირების პროგრამით არიან დაინტერესებულნი, რამდენიმე რჩევას მივცემდი:

1.აპლიკაციის შევსებამდე აუცილებლად დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები: რა საკითხებზე მინდა მომავალში მუშაობა? რა მიმართულებით? და რა ტიპის ორგანიზაციაში? ამ კითხვებზე კარგად ჩამოყალიბებული პასუხები სამოტივაციო წერილის დაწერასაც გაცილებით გაგიმარტივებთ;

2.CV-ს ელექტრონულად გაგზავნას გირჩევთ, მიხივიდეთ ორგანიზაციაში და გაესაუბროთ მათ თქვენი გამოცდილებისა და ინტერესების შესახებ. ასევე, ნუ მოგერიდებათ აუხსნათ, თუ როგორ შეიძლება ისარგებლონ მათ ამ პროგრამით;

3.ნუ შეგაშინებთ აპლიკაციის მოცულობა, ეს თქვენთვის კარგი შესაძლებლობაა დაამტკიცოთ, რომ ღირესული კანდიდატი ხართ. მთავარია, არ დაგეზაროთ თემაზე მცირე ინფორმაციის მოძიება და არ შეგეშინდეთ საკითხზე თქვენი აზრის დაფიქსირება;

4.იყავით აქტიურები სტაჟირების პერიოდში, დაინტერესდით ყველა აქტივობით და მაქსიმალურად გამოიყენეთ არსებული რესურსები თქვენი ცოდნის გასაღრმავებლად.

დაკო ბახტურიძე

„უსაფრთხო სივრცე“ თბილისის გამწვანებაზე ზრუნავს

2 Jun

1990 წლის შემდეგ, თბილისში რეკრეაციული ზონებისა და სკვერების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. დიღმის ტყე-პარკის შემთხვევა 2009 წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ მის 70%-ზე მეტი სამშენებლო ზონად გამოაცხადა და პარკის მიწების დეველოპერებზე გაყიდვა დაიწყო.

Former park lands were deforested as a result of the reclassification of  most of Dighomi Forest Park. დიღმის ტყე-პარკის იმ ტერიტორიაზე, რომელიც რეკლასიფიკაციის შედეგად ჩამოერთვა პარკს, ხეების მოჭრა დაიწყო.  

დიღმის ტყე-პარკის იმ ტერიტორიაზე, რომელიც რეკლასიფიკაციის შედეგად ჩამოერთვა პარკს, ხეების მოჭრა დაიწყო.

სიტუაციის გამოსასწორებლად „უსაფრთხო სივრცემ“ ადვოკატირების კამპანია წამოიწყო, რომელშიც აქტიურად ჩართო დიღმის მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მედია.  კამპანია აღნიშნული ტერიტორიისთვის პარკის სტატუსის აღდგენას ისახავდა მიზნად.

„უსაფრთხო სივრცემ“ თავის ინტერნეტ გვერდზე ინტერაქტიული რუკა განათავსა, სადაც მონიშნული იყო  ის ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ იქნა გაყიდული. „უსაფრთხო სივრცის“ პარტნიორმა ორგანიზაცია „სტუდია მონიტორმა“ დიღმის ტყე-პარკის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელიც პარკის კუთვნილი ტერიტორიების პრივატიზებას, უკანონო მშენებლობებს და  ხეების ჭრას ეხებოდა.

Following the reclassification of 70% of Dighomi Forest Park lands,  real  estate developments sprouted up  in the former forest. რეკლასიფიკაციის შემდეგ დიღომის ტყე-პარკის 70% უძრავი ქონების დეველოპერებს გადაეცათ.

რეკლასიფიკაციის შემდეგ დიღომის ტყე-პარკის 70% უძრავი ქონების დეველოპერებს გადაეცათ.

ორგანიზაციამ ადგილობრივების მხარდაჭერით, პარკის სტატუსის სრულად აღდგენის მოთხოვნით პეტიციები შეაგროვა და საპროტესტო აქციები მოაწყო. „უსაფრთხო სივრცის“ წარმომადგენლებმა პეტიცია თბილისის მერიას გადასცეს; შეხვდნენ მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის წარმომადგენლებს, რათა დიღმის პარკის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების გზები განეხილათ.

„უსაფრთხო სივრცის“ ძალისხმევის შედეგად, თბილისის მერიამ პარკის მნიშვნელოვან ტერიტორიას სტატუსი აღადგინა, ახალი საზღვრები დაუწესა და  მიწების დეველოპერებზე გაყიდვა შეწყვიტა. მერიამ ასევე გამოყო თანხა 560 წიწვოვანი ხის შესაძენად და დასარგავად, რათა პარკში ხეების გაჩეხვის შედეგად  გაჩენილი თავისუფალი სივრცე შევსებულიყო. ხეების დარგვაში იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

„პროექტის მთავარი მიღწევები საზოგადოებასთან, დიღმის მცხოვრებლებთან და მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა,“ განაცხადა ანა გაბრიაძემ.

„უსაფრთხო სივრცის“ პროექტი EWMI G-PAC-მა „პარტნიორობა ცვლილე-ბისათვის“ (PfC) გრანტის ფარგლებში დააფინანსა.

Dighomi Forest Park is one of the largest green spaces in Tbilisi, where park lands are becoming increasingly scarce. Thanks to Safe Space’s efforts, much of Dighomi Forest Park has been preserved. დიღმის ტყე-პარკი ერთ-ერთ დიდ სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს თბილისში, თუმცა დროთა განმავლობაში პარკის ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა. „უსაფრთხო სივრცის“ ძალისხმევით პარკის მნიშვნელოვანი ნაწილის შენარჩუნება გახდა შესაძლებელი.

დიღმის ტყე-პარკი ერთ-ერთ დიდ სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს თბილისში, თუმცა დროთა განმავლობაში პარკის ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა. „უსაფრთხო სივრცის“ ძალისხმევით პარკის მნიშვნელოვანი ნაწილის შენარჩუნება გახდა შესაძლებელი.

სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს დასაქმებაში ეხმარება

1 Jun

2013 წლის თებერვალში რუსუდან ჩხეიძემ დაასრულა EWMI G-PAC-ის დაფინანსებული სტაჟირების პროგრამა „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში“ (CIPDD).  CIPDD იმდენად კმაყოფილი დარჩა ქალბატონი რუსუდანის მუშაობით, რომ ექვსთვიანი სტაჟირების დამ-თავრების შემდეგ, მას სრულ განაკვეთზე მუშაობა შესთავაზა. რუსუდანი CIPDD-

ში სამოქალაქო განვითარებიისა და დამუიკიდებელი მედიის მხარდასაჭერის პროექტის კოორდინატორი იქნება.

რუსუდან ჩხეიძის მსგავსი შემთხვევა ბევრია, „ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის“ შემდეგ დასაქმებულთა რიცხვი 56%-ს აღწევს, მათგან 45% იმავე ორგანიზაციაში მუშაობს, სადაც სტაჟირება გაიარა. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ახალ კურსდამთავრებულთა თქმის 70% დაუსაქმებელია.

Rusudan Chkheidze gained valuable organizational skills and policy research experience during her EWMI G-PAC  internship at CIPDD. რუსუდან ჩხეიძემ, EWMI G-PAC-ის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში,  CIPDD-ში  ორგანიზაციული  და პოლიტიკის კვლევისა და უნარები შეიძინა.

რუსუდან ჩხეიძემ, EWMI G-PAC-ის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, CIPDD-ში ორგანიზაციული და პოლიტიკის კვლევისა და უნარები შეიძინა.

სტაჟირებისას, რუსუდან ჩხეიძე CIPDD-ის გუნდს ეხმარებოდა საქმიანობებში, რომლებიც  არსამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებაში ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად. ქალბატონი რუსუდანი ორგანიზებას უწევდა სამოქალაქო ჩართულობასთან დაკავშირებულ სტუდენტების დებატებს თბილისსა და ბათუმში, მონაწილეობას იღებდა სოციალური მედიის კამპანიების ჩატარებაში და ჩართული იყო კვლევით სამუშაობეში.

„ჩემთვის ეს სტაჟირება ძალიან კარგი გამოცდილება იყო. მისი საშუალებით ვისწავლე საჯარო პოლიტიკის ნარკვევებზე მუშაობა. ხოლო სტუდენტური დებატების ორგანიზებისას განვავითარე მენეჯერული უნარები,“ – განაცხადა რუსუდანმა.

EWMI G-PAC-ის ანაღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ რუსუდან ჩხეიძემ „jobs.ge”-ის ინტერნეტ გვერდიდან შეიტყო. მაშინ იგი ილიას სახელ-მწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი იყო და ადგილობრივი ეკონომიკის გავნითარებას სწავლობდა. მან იცოდა, რომ CIPDD მსგავს საკით-ხებზე მუშაობდა, ამიტომაც სტაჟირების გავლის განაცხადიც მათთან შეიტანა.

„ორგანიზაციის არჩევის პროცესი ძალიან მარტივი და სწრაფი იყო. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ის სფერო, რაზეც CIPDD მუშაობს, გარდა ამისა, გა-მოცდილების მიღება საჯარო პოლიტიკის სფეროში მოღვაწე საუკეთესო ექპერ-ტებთან მუშაობით მინდოდა,“ – განაცხადა რუსუდანმა.

EWMI G-PAC-ის „ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა“ ექვსი თვის განმავლობაში 250 აშშ დოლარით უზრუნველყოფს საქართველოს საჯარო პოლიტიკის, საჯარო ადმინისტრირების ან მონათესავე დარგების მაგისტრატურის სტუდენტებს, თუკი ისინი სტაჟირებას საჯარო დაწესებულებებსა ან არასამთავრობო ორგანიზაციებში გადიან. პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებს განუვითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რათა მათ შემდგომში თავიანთ სფეროში საინტერესო სამუშაოს შოვნა შეძლონ.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ „ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის“ გვერდს.

„სიდა“ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს

29 May

საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთში იშვიათად თანამშრომლობენ. ამასთან ერთად, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებისათვის პრიორიტეტულ საკითხებზე არ მუშაობს, ამიტომაც ხალხს მათ მიმართ დიდი ნდობა არ გააჩნია. თბილისის გარეთ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტურობის და მოსახლეობის წინაშე მათი ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით „სამოქალაქო განვი-თარების ასოციაციამ“ („სიდა“) რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელი (R-CSN) ჩამოაყალიბა, რომელიც საქართველოს 11 რეგიონში არსებულ 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

„არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა ეცადონ მოსახლეობასთან, თავიანთ ბენეფიციარებთან, კომუნიკაციის ახალი არხები შექმნან,“-განაცხადა „სიდას“  აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა,-„სექტორის მიმართ ნდობა და ცნობადობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ პრინციპულად შე-იცვლება სამოქალაქო ორგანიზიაციების საქმიანობის მოდელები“.

Zviad Devdariani, Executive Director of CiDA, discusses the results of research conducted by R-CSN, a network of 40 regional CSOs in Georgia. The research found that the priority issues for Georgians living outside of Tbilisi are healthcare, agriculture, education, and political instability. R-CSN members will use their research to inform decision makers and as a basis for their future advocacy efforts. ზვიად დევდარიანი, CiDA-ს აღმასრულებელი დირექტორი, წარადგენს R-CSN-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. R-CSN-ი 40 რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შექმნილი ქსელია. კვლევა, რომელიც ერთობლივად განახორციელეს ქსელში შემავალმა ორგანიზაციებმა, ცხადჰყოფს, რომ თბილისის გარეთ მცხოვრები მოსახლეობისათვის მთავარი პრიორიტეტები ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება და პოლიტიკური არასტაბილურობაა. კვლევის შედეგებს ქსელის წევრები ადვოკატირების კამპანიების დასაგეგმად და გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირებისათვის გამოიყენებენ.

ზვიად დევდარიანი, CiDA-ს აღმასრულებელი დირექტორი, წარადგენს R-CSN-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. R-CSN-ი 40 რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შექმნილი ქსელია. კვლევა, რომელიც ერთობლივად განახორციელეს ქსელში შემავალმა ორგანიზაციებმა, ცხადჰყოფს, რომ თბილისის გარეთ მცხოვრები მოსახლეობისათვის მთავარი პრიორიტეტები ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება და პოლიტიკური არასტაბილურობაა. კვლევის შედეგებს ქსელის წევრები ადვოკატირების კამპანიების დასაგეგმად და გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირებისათვის გამოიყენებენ.

R-CSN-მა, რომელიც 2012 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა, საქართველოს რეგიონებში არსებული პრობლემების გამოსაკვეთად კვლევა ჩაატარა. კვლევა 10 რეგიონს მოიცავდა: ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელოზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი, გურია, აჭარა და მცხეთა-მთიანეთი. R-CSN-ის წევრი ორგანიზაციები უშუალოდ  იყვნენ ჩართულნი კვლევის მეთოდოლოგიის შერჩევის პროცესში, თავად გაუკეთეს ორგანიზება ფოკუს-ჯგუფების შეხვედრებს და კითხვარების შევსებას. საბოლოო ანგარიშის მომზადების შემდეგ კი კვლევის შედეგები მედიასა და საზოგადოებას წარუდგინეს.

R-CSN-ის კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის გარეთ მცხოვრები საქართველოს მოსახლეობისათვის ყველაზე მწვავე პრობლემა ჯანდაცვაა, რაც ჯანმრთელობის დაზღვევას, პირველადი დახმარების ხელმიუწვდომლობასა და არასათანადო ხარისხის სამედიცინო უზრუნველყოფის მოიცავს. მოსახლეობამ შემდეგ სამ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა (აღჭურვილობა-დანადგარების ხარისხი, პესტიციდების ნაკლებობა, პროდუქციის გასაღების ბაზრის ხელმიუწვდომლობა), განათლება (სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაბალი ხარისხი და ინფრასტრუქტურა) და პოლიტიკური არასტაბილურობა დაასახელა.

„ეს კვლევა ქსელის წევრი ორგანიზაციების თანამშრომლობის კარგი მაგალითია,“- ხაზი გაუსვა ბატონმა ზვიადმა -„ უკვე მიღებული გამოცდილება, კარგი ფასილიტაციის პირობებში, ვფიქრობ, შესაძლებელს გახდის გამოვლე-ნილი პრობლემების მოგვარების გრეძლავდიანი და მოკლევადიანი სტრატე-გიები შემუშავდეს და განხორციელდეს.“

R-CSN members present their research to the media, donor organizations, and the general public.

R-CSN-ი კვლევის შედეგებს წარდგენა მედიის, დონორი ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოებისათვის.

ქსელი გეგმავს კვლევის შედეგებისა და ზოგადად რეგიონული პრობლემების შესახებ ინტერესთა ჯგუფების ინფორმირებასა და მათთან შეხვედ-რებს.  იგეგმება შეხვედრები პრემიერ-მინისტრის მრჩევლებთან, პარლამენტის წევრებთან და თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება რეგიონული განვი-თარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. ასევე, ქსელის წევრი ორგა-ნიზაციები, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მოამზადებენ სააპლიკაციო ფორმებს და წარუდგენენ დონორ ორგანიზაციებს, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ პროექტების მოგვარებაში.

„სამოქალაქო განვითარების სააგენტომ“ „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელი“ EWMI G-PAC-ის მხარდაჭერით ჩამოაყალიბა.

რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საქართველოში პირველი ენერგეტიკული პოლიტიკის კურსი მოამზადა

19 May

ენერგეტიკის სექტორს საქართველოს მდგრადი განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. თუმცა, გარკვეულწილად,  ამ სფეროს სიღრმისეული ანალიზისა და ექსპეტული დასკვნების უკმარისობის გამო ვერ ხდება ამ სექტორის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. ამ პრობლემის გადასაჭრელად, თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, EWMI G-PAC-ის ფინანსური მხარ-დაჭერით, ენერგეტიკის პოლიტიკის ინოვაციური სამაგისტრო კურსი მოამ-ზადა და დანერგა.

უნივერსიტეტმა, EWMI G-PAC-ის ფინანსური მხარ-დაჭერით, ენერგეტიკის პოლიტიკის ინოვაციური სამაგისტრო კურსი მოამ-ზადა და დანერგა.

გამომდინარე იქი-დან, რომ საქართველოში მსგავსი სასწავლო კურსი მანამდე არ არსებობდა, პროექტის გუნდმა თავისი საქმიანობა მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებ-ში არსებული ენერგეტიკის პოლიტიკის სამაგისტრო კურსების შესწავლით დაიწყო.  გარდა ამისა, კურსის საქართველოს რეალობაზე მოსარგებად მათ კონსულტაციები გაიარეს ენერგეტიკის სფეროს ქართველ სპეციალისტებთან  და ბულგარეთის ენერგოპოლიტიკის საგანგებო რწმუ-ნებულთან და ენერგეტიკის საერთაშორისო  ბაზრის ექსპერტთან, პროფესორ ვალერი ვლატკოვთან.

ამის შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორ

GRU discusses topics for its Energy Policy course with international expert Valeriy Vlatchkov.

GRU discusses topics for its Energy Policy course with international expert Valeriy Vlatchkov.

ებმა და „საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის“ მკვლევარებმა საქართველოს რეალობაზე მორგებული სილაბუსი და სახელმძღვანელო მოამზადეს, სათაუით -„ელექტროენერგეტიკული პოლი-ტიკის მოდელირება და ანალიზი“. წიგნის ელექტრონული ვერსიის ნახვა EWMI G-PAC-ის საუნივერსიტეტო რესურსების ბაზაშია შესაძლებელი.

პროექტის კოორდინატორის ვასილ კიკუტაძის განცხადებით, „ახალი წიგნი დააინტერესებს ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და აკადემიური წრეებს.“

კურსის სწავლება 2013 წლის გაზაფხულზე დაიწყო და ყოველწლიურად მას დაახლოებით 20 მაგისტრანტი გაივლის. სტუდენტები ისწავლიან თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეკონომიკის პოლიტიკის ანალიზის მეთოდები ენერგეტიკის პოლიტიკის კვლევისას. ეს ინოვაციური კურსი  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ენერგეტიკული პოლიტიკის მართვის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმის ნაწილიც გახდება.

EWMI G-PAC-მა აღნიშნული პროექტი „უმაღლესი სასწავლებლების მხარდამჭერი საგრანტო პროგრამის“ (UAG) ფარგლებში დააფინანსა. UAG პროგრამა მიზნად ისახავს გააუმჯობესოს საჯარო პოლიტიკის, საჯარო ადმინისტრირებისა და მონათესავე სამაგისტრო პროგრამების განათლების ხარისხი, რათა ხელი შეუწყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სფეროებში.

„სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრი“ მენტორის დახმარებით ადგილობრივ მმართველობას აუმჯობესებს

13 May

თელავის „სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრს“ (CSRDC), თელავის მცხოვრებელთა ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავების პროცესში ჩართვითა და მათი საჭიროებების ადვოკატირებით ხელისუფლებასთან ადგილობრივი მმართველობის გეუმჯობესებას  შეეცადა. CSRDC ახალბედა ორგანიზაცია იყო, რომელსაც არ გააჩნდა სრულად ჩამოყალიბებული შიდა მართვის პროცედურები და არც თელავის მაცხოვრებლებთან ჰქონდა დამყარებული ახლო ურთიერთობა. ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად CSRDC-იმ დახმარებისათვის EWMI G-PAC-ის ინოვაციურ მენტორინგის პროგრამას მიმართა. EWMI G-PAC-მა იგი „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს ლალი მღვიმრაძეს დაუკავშირა, რადგანაც მისმა ორგანიზაციამ წარსულში წარმატებით გაართვა თავი იმავე სახის პრობლემებს, რის წინაშეც CSRDC იდგა.

ლალი მღვიმრაძემ, CSRDC-ის თანამშრომლებთან ერთად, ორგანიზაციის საჭიროებები შეაფასა და მასზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. იგი ასევე დაეხმარა საჭირო დოკუმენტების: შინაგანაწესის, ადმინისტრაციული და ფინანსური ფორმების შედგენაში დაეხმარა.

Lali Gvimradze of First Step Georgia (left) provides assistance to CSRDC in organizational management and project implementation through EWMI G-PAC\s Mentoring Program. EWMI G-PAC მენტორი ლალი გვიმრაძე, „პირველი ნაბიჯი საქართველოდან“ (მარცხნივ) CSRDC-ის თანამშრომლებს ორგანიზაციისა და პროექტების მართვაში ტრენინგს უტარებს.

EWMI G-PAC მენტორი ლალი გვიმრაძე, „პირველი ნაბიჯი საქართველოდან“ (მარცხნივ) CSRDC-ის თანამშრომლებს ორგანიზაციისა და პროექტების მართვაში ტრენინგს უტარებს.

„CSRDC ახლად დაფუძნებული ორგანიზაციაა, ამიტომაც გვერდით ორგანიზაციული მართვის უნარის მქონე ადამიანის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა CSRDC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სოფრომაძემ. „მენტორის დახმარება ძალიან  სასარგებლო აღმოჩდნა ჩვენთვის, რადგან მისგან ბევრად უფრო მეტი ვისწავლეთ, ვიდრე მოველოდით,“- დასძინა მან.

ორგანიზაციული მართვის დახვეწის შემდეგ, ქალბატონი ლალი CSRDC-ის თავის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართვასა და დასახული ამოცანების მისაღწევად საჭირო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარა.

„ორგანიზაციის წევრებს ადვოკატირების, მართვის, ლიდერობის შესახებ უამრავი მასალა მივაწოდე; ვესწრებოდი შიდაორგანიზაციულ შეხვედრებს, ხშირად ვხვდებოდი აღმასრულებელ დირექტორს, მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის საშუალებით, რამაც შედეგი გამოიღო“ – აღნიშნა ლალი მღვიმრაძემ.

ამ პარტნიორობის ერთ-ერთი შედეგად იყო ისიც, რომ  CSRDC-იმ შეძლო თელავის მუნიციპალური მმართველობა უფრო ღია გაეხადა და ადგილოვრივი მოსახლეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერთო. თელავის მცხოვრებლებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართეს და ის პრობლემური საკითხები გააცვნეს, რაც მათთვის ყველაზე აქტუალური იყო. თემის ლიდერებმა ადგილობრივი საბჭოს შეხვედრებშიც მიიღეს მონაწილეობა, ხოლო  მთავრობის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახ-ლეობას შეხვდნენ რათა მათი პრობლემები მოესმინათ.

„მენტორინგის პროგრამა არამხოლოდ კონკრეტული პროექტის განხორციელებაში, არამედ ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოყა-ლიბებაში დაგვეხმარა,“ – განაცხადა ლიზა სოფრომაძემ.

2011 წლის შემდეგ, EWMI G-PAC-ის მენტორინგის პროგრამის ფარგლებში, 23  არასამთავრობო ორგანიზაციას გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება. ამ პროგრამის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მენტორები ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე, მათ ინდივიდუალურ ტრენინგებს უტარებენ და უწევენ დისტანციურ თუ პირისპირ კონსულტაციებს.

თსუ ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკის კურსსა და ამ სფეროს სპეციალისტების კავშირ-ურთიერთობებს აუმჯობესებს

23 Apr

საქართველოში კონკრეტული მიმართულების საჯარო პოლიტიკის სპეციალისტებს, აკადემიური წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის სუსტი კოორდინაცია შეინიშნება; ეს განსაკუთრებით ნათლად იგრძნობა ისეთ ნაკლებად განვითარებულ სფეროში, როგორიცაა  ფსიქიკური ჯანდაცვა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ლექტორები სათავეში ჩაუდგნენ ინიციატივას, რომლიც მიზნად ისახავ სხვადასხვა სექტორებს შორის ურთიერთკავშირისა და  განათლების დონის ამაღლების გზით, ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხებზე მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და დისკუსიების გამართვა.

ამისათვის, EWMI G-PAC-მა დააფინანსა  თსუ-ს საჯარო პოლიტიკისა და მართვის სამაგისტრო პროგრამის ლექტორების ინიციატივა, რათა ფსიქიკური ჯანდაცვის არსებული კურსი გაეუმჯობესებინათ.  მათ ორი საერთაშორისო პროფესორ-კონსულტანტის, ჯო ლუკასის და რეიმს რეივანის დახმარებით განაახლეს კურსის სილაბუსი, სასწავლო მასალა და შეიმუშავეს ახალი ელექტრონული სწავლების მეთოდები.

Students, professors, and CSO representatives discuss Georgia’s mental health policies at the TSU’s conference. სტუდენტები, პროფესორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თსუ-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკაში არსებულ პრობლემებს განიხილავენ .

სტუდენტები, პროფესორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თსუ-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკაში არსებულ პრობლემებს განიხილავენ .

პროექტმა ასევე ხელი შეუწყო თსუ-სა და იმ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კავშირ-ურთიერთობების დამყარებას, რომლებიც ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით მუშაობენ. პროექტის ფარგლებში,  ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლებისა და აკადემიური პერსონალის  მონაწილეობით, მოეწყო ერთდღიანი კონფერენცია,  სადაც განხილული იყო ფსიქიკურ ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები და ის საშუალებები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს  სახელმწიფო სერვისები ამ მიმართულებით. ეს კონფერენცია აქტუალური იყო იმით, რომ ახალმა მთავრობამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ფსიქიკური ჯანდაცვის ხარჯების 11 მილიონი ლარიდან 22 მილიონ ლარამდე გაიზრდა გადაწყვიტა.

კონფერენცია ძალიან საინტერესო გამოდგა, რადგანა ამ სფეროში არსებული გამოწვევების განსახილველად, თავი მოუყარა სტუდენტებს, მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს.

„კონფერენცია დაეხმარება სტუდენტებს უფრო მეტი გაიგონ საქართველოში, ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმების შესახებ და ასევე საშუალებას მისცემს გაეცნონ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს“ – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ მახარაძემ.

კონფერენციამ საფუძველი ჩაუყარა სამომავლო თანამშრომლობასაც: თსუ-ს საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო კურსის სტუდენტებს შეეძლებათ ფსიქიკური ჯანდაცვის თემაზე მომუშავე ორგანიზაციებში კვლევითი სტაჟირება გაიარონ, ხოლო თსუ-ს ლექტორები ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს თავიანთ ლექციებზე მოიწვევენ, რათა სტუდენტებს პრაქტიკოსების დახმარებით გააცნონ სფეროში მიმდინარე მოვლენები.

EWMI G-PAC-მა აღნიშნული პროექტი „უმაღლესი სასწავლებლების მხარდამჭერი საგრანტო პროგრამის“ (UAG) ფარგლებში დააფინანსა. UAG პროგრამა მიზნად ისახავს გააუმჯობესოს საჯარო პოლიტიკის, საჯარო ადმინისტრირებისა და მონათესავე სამაგისტრო პროგრამების განათლების ხარისხი, რათა ხელი შეუწყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სფეროებში.

„არტ ვეი“ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთა უფლებების შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულებაზე ზრუნავს

13 Apr

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მთვარობა ვალდებულია უნარშეზღუდულ პირებს დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის შესაფერისი გარემო შეუქმნას. თუმცა, პრაქტიკაში ამ ვალდებულებების სათანადო განხორ-ციელება არ ხდება.

„აჭარაში მხედველობადაქვეითებული ადამინები უამრავი პრობლემის წინაშე დგანან. მათთვის ძალიან რთულია ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილება, რადგან არ არსებობს ხმოვანი სიგნალის მქონე შუქნიშნები ან მათთვის შესაფერისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი,“ განაცხადა აჭარაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ ვეის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჩხეიძემ.

Art Way hosts a flash mob at which citizens try to walk along an obstacle-laden path while blindfolded. The purpose of the event was to raise public awareness of the challenges people with visual impairments face as a means to advocate the local government to improve public infrastructure. „არტ ვეის“ მიერ მოწყობილი ფლაშ-მობი იმ წინააღმდეგობების შესახებ, რასაც სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო  მხედველობადაქვეითებული ადამიანები აწყდებიან. აქტივობის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

„არტ ვეის“ მიერ მოწყობილი ფლაშ-მობი იმ წინააღმდეგობების შესახებ, რასაც სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო მხედველობადაქვეითებული ადამიანები აწყდებიან. აქტივობის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

ამ საკითხის მოსაგვარებლად „არტ ვეიმ“ ადვოკატირების კამპანია განახორციელა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ ხელისუფლებას მხედველობადაქვეითებული პირებისათვის კანონით მინიჭებული უფლების დაცვა და შესაბამისი საზოგადეობრივი ინფრასტრუქტურის შექმნას სთხოვდა.

მხედველობადაქვეითებული პირების პრობლემების შესახებ მედიის, საზოგადოებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების უკეთ ინფორმირებისათვის „არტ ვეიმ“ ადვოკატირების კრეატიული სტრატეგიები გამოიყენა: ორგანიზება გაუკეთა სამ „ფლეშ მობს“, რომლის დროსაც მხატვრული სახით წარმოაჩინა ის სირთულეები, რომლებსაც ქუჩის გადაკვეთისას  ეს ადამიანები აწყდებიან; მოაწყო თეატრალური წარმოდგენა, სადაც მონაწილეობა თავად პროექტის უშუალო ბენეფიციარებმა მიიღეს.

„არტ ვეის“ ძალისხმევის შედეგად საინფორმაციო საშუალებებმა ეს საკითხი ფართოდ გააშუქეს; ეს კი ორგანიზაციას ხალხის მობილიზებასა და გადაწყვეტილების მიმღებთა ყურადღების მიპყრობაში დაეხმარა. აქტიური მედია -კამპანიის შედეგი იყოს ისიც, რომ  საკრებულოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხით დაინტერესდნენ და  შეხვდნენ „არტ ვეის“ წარმომადგენლებს რათა არსებული პრობლემების გადაჭრის მათეული ხედვა მოესმინათ.

ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, „არტ ვეიმ“ მხედველობადაქვეითებული ადამიანების მონაწილეობით თეატრალური წარმოდგენა გამართა.

ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, „არტ ვეიმ“ მხედველობადაქვეითებული ადამიანების მონაწილეობით თეატრალური წარმოდგენა გამართა.

„არტ ვეის“ ადვოკატირების კამპანიის შედეგი  იყო ის, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტმა 5 მილიონი ლარი გამოყო ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებისათვის და,  მხედველობადაქვეითებული ადამიანების საჭიროებებზე მორგებული, 20 ახალი ავტობუსი შეიძინა. მართალია, ქალაქში ავტობუსების პარკის  განახლება ისედაც იგეგმებოდა, მაგრამ „არტ ვეიმ“ შეძლო გადაწყვეტილების მიმღები პირები დაერწმუნებინა, იმაში რომ შეეძინათ  უფრო ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებშიც უნარშეზღუდული პირების საჭიროებებიც იქნებოდა გათვალისწინებული.

As a result of Art Way’s advocacy campaign, the Batumi municipal government allocated 5 million GEL to purchase a fleet of disability accessible  buses. The government also installed sound-generating crossing signals at major intersections in Batumi. „არტ ვეის“ ძალისხმევის შედეგად ბათუმის მუნიციპალიტეტმა 5 მილიონი ლარი გამოყო უნარშეზღუდული ადამიანების საჭიროებებზე მორგებული ავტობუსების შესაძენად. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბათუმის მთავარ ქუჩებზე ხმოვანი შუქნიშნებიც დაამონტაჟა.

„არტ ვეის“ ძალისხმევის შედეგად ბათუმის მუნიციპალიტეტმა 5 მილიონი ლარი გამოყო უნარშეზღუდული ადამიანების საჭიროებებზე მორგებული ავტობუსების შესაძენად. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბათუმის მთავარ ქუჩებზე ხმოვანი შუქნიშნებიც დაამონტაჟა.

ასევე „არტ ვეის“ ძალისხმევის შედეგად მოხერხდა 16 მთავარ გადასასვლელზე ხმოვანი სიგნალის მქონე შუქნიშნების დაამონტაჟება. მომავალში მსგავსი სიგნალიზაციის სისტემით ქალაქში არსებული ყველა გადასასვლელი აღიჭურვება და მხედველობადაქვეითებული ადამიანებისათვის სპეციალური საფეხმავლო ბილიკებიც გაკეთდება.

„არტ ვეის“ პროექტი EWMI G-PAC-ის   „ხელოვნება ადვოკატირე-ბისათვის“ (AfA) გრანტის ფარგლებში დაფინანსდა.

„ჭიათურელთა კავშირი“ სუფთა გარემოზე ზრუნავს

13 Mar

ჭიათურაში მანგანუმის მრეწველობა  მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ადგილობრივი და ეროვნული ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში კარგად არ იყო ინფორმირებული მადნის მოპოვების იმ უარყოფითი ზეგავლენის შესახებ რაც მიწისა, წყალსა და ჰაერის დაბინძურებას იწვევს და  საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

„ადგილობრივ მოსახლეობას ბოლომდე არ ჰქონდა გააზრებული ის მავნე ზემოქმედება, რაც მადნის მოპოვებას შედეგად ადგება ადამიანის ჯანმრთელობას და დიდად არც გარემოს დაცვაზე ზრუნავდნენ,“ – განაცხადა „ჭიათურელთა კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გაფრინდა-შვილმა. იმისათვის რათა მოსახლეობას თავად ეზრუნა სუფთა გარემოში ცხოვრების უფლების დასაცავად, „ჭიათურელთა კავშირმა“აქტიური ადვოკა-ტირების კამპანია ჩაატარა, რისი საშუალებითაც მკვეთრად გაიზარდა მოსახლეობის ინფორმირების დონე და ჩართულობა  მადნის მოპოვების მარე-გულირებელ საქმიანობებების მონიტორინგში.

ჭიათურის მაღაროს ფუნქციონირების შედეგად გამოწვეულ ჯანმრთე-ლობის რისკებსა და გარემოს დაბინძურების პრობლემებზე „ჭიათურელთა კავშირმა“ 40 საჯარო განხილვა და სემინარი მოაწყო, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, მოამზადა ვიდეო-რგოლები, განათავსა ბანერები ქალაქში და გაავრცელა ბროშურები.

შოთა გაფრინდაშვილის თქმით, ამ კამპანიის დასრულების შემდეგ ადგი-ლობრივი მოსახლეობა „უკეთესად აღიჭურვა თავიანთი ეკო-უფლებების დასაცავად.“

მანგანუმის ამოღება აბინძურებს გარემოს, ქმნის ეროზიებს ნიადაგში და საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. „ჭიათურელთა კავშირის“ ადვოკატირების კამპანია სწორედ ამ საფრთხეების გაუვნებელყოფას ეხებოდა.

მანგანუმის ამოღება აბინძურებს გარემოს, ქმნის ეროზიებს ნიადაგში და საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. „ჭიათურელთა კავშირის“ ადვოკატირების კამპანია სწორედ ამ საფრთხეების გაუვნებელყოფას ეხებოდა.

სტრატეგიამ გაამართლა. ხალხის ჩართულობის შედეგად „ჭიათურელთა კავშირმა“ მოახერხა მაღაროზე მომუშავე კომპანიის, „საქართველოს მანგანუმის“ დათანხმება, დაესუფთავებინა გარემო და მადნის ამოღების შედეგად გამოწვეული დაბინძურების მონიტორინგიც ეწარმოებინა. ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით, „ჭიათურელთა კავშირმა“ კომპანიას ამ დანაპირების შესრულების მონიტორინგიც განახორციელა.

ადვოკატირების ამავე კამპანიის შედეგი იყო ისიც, რომ „საქართველოს მანგანუმმა“ დაამონტაჟა წყლის ფილტრები, რათა აღარ მომხდარიყო მდინარე ყვირილას დაბინძურება და დაიწყო  ლაბორატორიის მშენებლობა, რომელიც მადნის მტვირთ ჰაერის დაბინძურებას გაუწევს მონიტორინგს.

ამას გარდა, კომპანიამ აღადგინა მაღაროს მშენებლობისას დაზიანებული ადგილობრივი ლანდშაფტის ნაწილი, დააფინანსა გზის შესაკეთებელი სამუშაოები, ამოავსო მაღაროს საქმიანობის შედეგად სოფლებში გაჩენილი ორმოები და, მოსახლეობის მონაწილეობით, 500 ძირი ნაძვი დარგო.

UoC documents environmental damage incurred by mining activities near Chiatura. Their advocacy efforts led the company to install equipment to monitor and report on the environmental impact of its activities. „ჭიათურელთა კავშირმა“ ადვოკატირების პროცესში მედიაც ჩართო. ორგანიზაციის ძალისხმევით მადნის მომპოვებელმა კომპანიამ  ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის განსახორციელებლად სპეციალური მოწყობილობა დაამონტაჟა.

„ჭიათურელთა კავშირმა“ ადვოკატირების პროცესში მედიაც ჩართო. ორგანიზაციის ძალისხმევით მადნის მომპოვებელმა კომპანიამ ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის განსახორციელებლად სპეციალური მოწყობილობა დაამონტაჟა.

„ჭიათურელთა კავშირის“ წარმატებული ადვოკატირების კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი  ადგილობრივი მთავრობის მიერ გარემოსდაცვითი განათლების უზრუნველყოფის შესახებ მიღებული დადგენილება გახდა. ამ დადგენილების მიხედვით ჭიათურის ხელისუფლება ვალდებულია ამომწურავი  ნფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას მათ ჯანმრთელობასა და გარემოზე მანგანუმის მაღაროს  ზემოქმედების შესახებ.  ორგანიზაციამ მოსახლეობის პეტიციებიც შეაგროვა და ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგინა. მთავრობამ მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალსიწინა და ჭიათურაში გარე-მოსდაცვითი კვირის ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარი გამოყო. კვირეულის ფარგლებში  ჭიათურის მცხოვრებლებმა ერთად დაასუფთავეს ქალაქი.

EWMI G-PAC-მა „ჭიათურელთა კავშირის“ პროექტი „მოქალაქეთა ადვოკატირების გრანტის“ (CAG) ფარგლებში დააფინანსა.

„მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ სკოლამდელ განათლებას აუმჯობესებს

13 Feb

მოძველებული წყალგაყვანილობის,  გათბობის სისტემა და სამზარეულოს ინფრასტრუქტურა, ბავშვებისათვის საჭირო ავეჯის სიმცირე მარნაულის სკოლანდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული პრობლემების ის ნაწილია, რომლებიც აქ სწავლებისათვის არახელსაყრელ გარემოს წლების განმავლობაში ქმნიდა. ამასთან, მასწავლებლების ძალიან დაბალი ხელფასები არასახარბიელოდ ისახებოდა განათლების ხარისხზეც. ამ პრობლემების მოსაგვარებლად და სკოლანდელი განათლების გასაუმჯობესებლად „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებამ“ ადვოკატირების კამპანია წამოიწყო სლოგანით: „ბიუჯეტი – ბავშვებს.“

„ჩვენ ბევრჯერ გავმართეთ შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა ისინი საბავშვო ბაღებისათვის განკუთვნილი სახსრების უფრო  ეფექტიანად განკარგვის აუვილებლობაში დაგვერწმუნებინა“- განაცხადა პროექტის მენეჯერმა ოლგა ენდელაძემ.

SDWM produced this graphic dramatizing the conditions in local preschools as part of its promotional materials to engage the Marneuli community. The graphic features SDWM’s advocacy campaign slogan, “A Local Budget for Children.” /სურათზე მოცემულია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ სლოგანი, რომელიც მათ სკოლანდელი აღზრდის დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესებისათვის განხორციელებულ ადვოკატირების კამპანიის დროს გამოიყენეს.

სურათზე მოცემულია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ სლოგანი, რომელიც მათ სკოლანდელი აღზრდის დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესებისათვის განხორციელებულ ადვოკატირების კამპანიის დროს გამოიყენეს.

ორგანიზაციამ ადვოკატირების პროცესში  ადგილობრივი მოსახლეობაც ჩართო და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და საბავშვო ბაღების  პედაგოგთა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით 381 ხელმოწერა შეაგროვა.

2012 წლის არჩევნების შემდეგ, მარნეულის მთავრობის ცვლილების გამო, პროექტი ჩავარდნის საფრთხის  წინაშე დადგა. თუმცა, „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ დაუღალავი მცდელობისა და ადგილობრივ მოსახლეობასა და  არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინირებული მოქმედებით, შესაძლებელი გახდა  ეს თემა კვლავ აქტუალურ საკითხთა სიაში დარჩენილიყო ახალი მთავრობისთვისაც.

„პროექტის ყველაზე რთული ეტაპი ახლად არჩეულ მთავრობის წევრებთან ადვოკატირების კამპანიის ხელახლა დაწყება იყო, თუმცა, მშობლე-ბის, მასწავლებლებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის წყალობით, ჩვენს მიზანს მაინც მივაღწიეთ,“- განმარტა ქალბატონ-მა ოლგამ.

SDWM meets with Marneuli officials to discuss budget allocations for preschool renovations and increased preschool teacher salaries . Thanks to SDWM’s advocacy efforts, local officials allocated 200,000 GEL for renovations and increased teacher salaries by 50%. „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ წარმომადგენლები მარნეულის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრისას სკოლანდელი დაწესებულელების რემონტისა და პედაგოგთა ხელფასების გაზრდის შესაძლებლობებს განიხილავენ. მათი ძალისხმევით ბაღების სარემონტო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო, ხოლო პედაგოგების ხელფასები 50%-ით გაიზარდა.

„მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ წარმომადგენლები მარნეულის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრისას სკოლანდელი დაწესებულელების რემონტისა და პედაგოგთა ხელფასების გაზრდის შესაძლებლობებს განიხილავენ. მათი ძალისხმევით ბაღების სარემონტო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო, ხოლო პედაგოგების ხელფასები 50%-ით გაიზარდა.

„მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ადვოკატირების კამპანიის შედეგად, ადგილობრივმა მთავრობამ მარნეულის ოთხი საბავშვო ბაღი გაარემონტა, ხოლო მასწავლებელთა ხელფასი 50%-ით გაზარდა. ამას გარდა, ორგანიზაციის ძალისხმევით, შეიქმნა „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ წარმომადგენლებისა და თემის ლიდერებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის სტრატეგიასა და ეფექტიანი დაფინანსების სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

EWMI G-PAC-მა „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ პროექტი ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დააფინანსა.