Tag Archives: ადგილობრივი ბიუჯეტი

ოზურგეთიში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია სტრატეგიული დაგეგმვის უნარებს ავითარებს

13 Sep

ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები ხშირად მოკლევადიან პერიოდზეა გათვლილი და ნაკლებადაა გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის გრძელვადიანი საჭიროებები. სწორედ საჯარო სერვისების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა“ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან გრძელვადიანი დაგეგმვის სტრატეგიების განვითარებაზე იმუშავა.

„ადგილობრივი ბიუჯეტის გრძელვადიანი დაგეგმვა აუცილებელია მოსახლეობის საჭიროებების ასასახად; ბიუჯეტის უფრო ეფექტიანად დასახარჯად კი გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაა საჭირო“ – განაცხადა მინდია სალუქვაძემ, „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუ-ბის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

„ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ საჯარო მოხელეებს ადგილობრივი მმართველობის პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ ტრენინგს უტარებს/The Ozurgeti Young Scientists Club conducts a training for public managers on citizen participation in local government.

„ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ საჯარო მოხელეებს ადგილობრივი მმართველობის პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ ტრენინგს უტარებს/The Ozurgeti Young Scientists Club conducts a training for public managers on citizen participation in local government.

გამომდინარე იქიდან, რომ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიცი-პალიტეტების წლიური ბიუჯეტის მესამედი საბავშვო ბაღებზე, მუზეუმებზე, ადგილობრივი ტურისტულ და სასოფლო-სამეურნეო ბიზნესცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებზე იხარჯება, „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა“ სწორედ ეს ორგანიზაციები აირჩია თავის სამიზნე აუდიტორიად, რათა ამ ინსტიტუტების გამჭვირვალობა, ანგარიშ-ვალდებულება და ეფექტიანობა გაეუმჯობესებინა.

აქტიური ადვოკატირების კამპანიის შედეგად, რაც სხვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაიებთან კოალიციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას მოიცავდა, შესაძლებელი გახდა ადგილობრივი მოსახლეობის გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავების პროცესში ჩართვა; მოეწყო ტრენინგები და საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობისათვის, რომელშიც ადგილობრივმა მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა. შედეგად ლანჩხუთისა და ოზურგეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ცალ-ცალკე შემუშავდა და დამტკიცდა სტრატეგიული გეგმები ყველა ზემოაღნიშნული დაწესებულებისათვის.

„ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც ადგილობრივი მთავრობის შესაძლებლობებისა და საჯარო ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით, ასევე ადგილობრივ მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გააღრმავების კუთხითაც.

„ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბსა“ და ადგილობრივი მთავრობას შორის გაფორმდა ოფიციალური შეთანხმება, რათა მომავალ წელს მსგავსი სტრატეგიული გეგმა კიდევ ექვსი საზოგადოებრივი დაწესებულებისათვის შემუშავდეს.
EWMI G-PAC-მა „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ პროექტი მოქალაქეთა ინტერესების დაცვის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დააფი-ნანსა.